logo
ENG



იაპონიაში 7.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

01 იან 202414:46
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/01/ggov2no2cv4n9hr.jpg

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. BBC წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში იყო.

ბიძგების სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.

ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის პრემიერმინისტრმა ცუნამის რისკის ქვეშ არსებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციის დაწყებისკენ მოუწოდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ასევე ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.

მიწისძვრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ათასობით ადამიანს შეუწყდა. ასევე, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გადაიდო ფრენები და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. 


close დახურვა