იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 220-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა რიცხვი 1 000-ს აჭარბებს.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.
მიწისძვრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ათასობით ადამიანს შეუწყდა. ასევე, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გადაიდო ფრენები და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.