logo
ENG



იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა

04 იან 202413:12
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/04/2nrs2d0gfsk9cgl.jpg

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეების ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.  

მიწისძვრამ იაპონიაში გაანადგურა გზები და საკომუნიკაციო სისტემები. სამაშველო სამუშაოები რთულად მიმდინარეობს, ასევე, პრობლემაა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც ევაკუირებული მოსახლეობისთვის.

***

ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდასიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.

ქვეყნის გარკვეულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. იაპონიის პრემიერმინისტრმა ცუნამის რისკის ქვეშ არსებული ტერიტორიების მცხოვრებლებს ევაკუაციის დაწყებისკენ მოუწოდა.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტალღების სიმაღლემ შესაძლოა, 5 მეტრს მიაღწიოს. ცუნამის საფრთხე გამოცხადდა ასევე ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებშიც.

მიწისძვრის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ათასობით ადამიანს შეუწყდა. ასევე, მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში გადაიდო ფრენები და შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა.


close დახურვა