logo
ENG



იაპონიაში საკურა აყვავდა, თუმცა მოსახლეობას გარეთ გამოსვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ

19 მარ 202011:54
3 წუთის საკითხავი
 

იაპონიაში საკურა აყვავდა, თუმცა ამჯერად ალუბლის ყვავილობა ხალხის გარეშე ჩაივლის. ტოკიოს პარკები ცარიელია.

ხელისუფლება მოსახლეობას სთხოვს, სანახაობას ინტერნეტით უყუროს და გარეთ გასვლისგან თავი შეიკავოს, რადგან კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ქვეყანაში იზრდება.

ქვეყანაში გადაიდო ყველა ფესტივალი, რომელიც ალუბლის ყვავილობასთანაა დაკავშირებული. უჩვეულოდ თბილი ამინდის გამო საკურას ყვავილობა წელს ჩვეულებრივზე  12 დღით ადრე დაიწყო. 


close დახურვა