იაპონიაში უძველესი სასახლე დაიწვა. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ შენობაში, ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ბოლო ინფორმაციით, ცეცხლმა გაანადგურა კომპლექსის ყველა ძირითადი შენობა. "სიურის" სახეთ ცნობილი სასახლე დაახლოებით 500-ი წლის წინ ააგეს. 1933 წელს ის იაპონიის ეროვნულ საგანძურად აღიარეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები. მიმდინარეობს გამოძიება.
