იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურიდან 63 კილომეტრში იყო. ბიძგების სიმძლავრემ 7.3 ბალი შეადგინა - ინფორმაციას გამოცემა გარდიანი ავრცელებს.
ქვეყანაში ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას განმეორებითი ბიძგების შესაძლებლობასთან დაკავშირებით აფრთხილებს.
დაზიანებულია რამდენიმე შენობა. მიწისძვრის გამო დროებით შეჩერდა მატარებლების მიმოსვლაც.
იაპონიის ისტორიაში ერთერთი ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრიდან თითქმის 10 წელი გავიდა - 2011 წლის 11 მარტს 9-ბალიანმა მიწისძვრამ ცუნამის ტალღები გამოიწვია, დაზიანდა ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიც.
