logo
ENG



იაპონიაში წლის ბოლო ტურნირი დაიწყო, რომელშიც ლევან გორგაძე მონაწილეობს

10 ნოე 201911:45
3 წუთის საკითხავი
 
niedwxvgo4mturo.png

იაპონიაში წლის ბოლო ტურნირი, კიუშუ ბაშო დღეს დაიწყო. მასში ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი მონაწილეობს. ქართველი სპორტსმენი პირველ ორთაბრძოლას რამდენიმე წუთში გამართავს. მისი პირველი მოწინააღმდეგე მეისეი იქნება. ლევან გორგაძემ გასულ ბაშოზე ოძეკის წოდება დაკარგა და მიმდინარე ტურნირზე ათი გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, წოდებას დაიბრუნებს.

ტურნირი მარცხით დაიწყო კიდევ ერთმა ქართველმა სუმოისტმა, დაბალ დივიზიონში მოასპარეზე, თეიმურაზ ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ.


close დახურვა