10 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას იაპონიაში, 3 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე რეგიონები დააზარალა, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დამანგრეველი ტაიფუნის შემდგომი აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის ზონაში დატბორილია ქუჩები, ჩამოწვა მეწყერიც. 5 ათასამდე ოჯახს კი წყლის მიწოდება შეუწყდა.