34 ადამიანი ემსხვერპლა წყალდიდობას იაპონიაში, 14 კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
გადაუღებელი წვიმის გამო ქვეყნის სამხრეთით რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.
მაშველები იმ დასახლებულ პუნქტებამდე ცდილობენ მიღწევას, რომლებიც სტიქიის გამო იზოლირებულები არიან.
სამაშველო ოპერაციას 10 ათასი სამხედრო შეუერთდა. კუმამოტოს პროვინციაში დატბორილია გზები. პრეფექტურიდან 200 ათასი ადამიანია ევაკუირებული.