იაპონიის სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი ოლიმპიური თამაშების თარიღს ეჭვქვეშ აყენებს. მაღალჩინოსნის განცხადებით, რთული იქნება იაპონიამ მომავალ წელს ოლიმპიადას უმასპინძლოს, თუ იმ დროისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტიანი ვაქცინა არ იარსებებს.
ასოციაციის ხელმძღვანელმა ხელისუფლებას ტესტირების რაოდენობის გაზრდისკენაც მოუწოდა, რადგან, მისი შეფასებით, ამის გარეშე შეუძლებელია რეალურად შეაფასონ, დაიწია თუ არა ვირუსის შემთხვევების ტენდენციამ იაპონიაში. კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიური თამაშები 2021 წლამდე გადაიდო.