logo
ENG



იარაღი ჩაუდეს, საქმე გაყალბებულია - გიორგი რურუას ადვოკატი

19 ნოე 201912:15
3 წუთის საკითხავი
 
dn2phgd7vfmjzjh.jpg

დაკავებულ გიორგი რურუას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი მას პოლიციელებმა ჩაუდეს. რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ საქმის მასალები მისთვის ამ დრომდე არ გადმოუციათ. მისი თქმით, რურუა ადგილზე არ გაუჩხრეკიათ, მის დაპატიმრებას არც მოწმე ჰყავს და არც ვიდეომტკიცებულება არსებობს, რაც ასევე კანონდარღვევაა. გიორგი რურუა, მთავარი არხის ერთ-ერთი მფლობელი და დეპუტატ ნიკა რურუას ძმაა.

"მას იარაღი ჩაუდეს, კი არ ჩაუდეს და მერე ამიღეს, ფიზიკურად არც აჩვენეს იარაღი. დოკუმენტურად გაუფორმეს რომ ვითომ ჰქონდა იარაღი... მთლიანად გაყალბებული აქვთ საქმე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ გამოვააშკარავოთ პოლიციის ეს უკანონო მოქმედება და პასუხი აგონ მათ",-აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი. 


close დახურვა