logo
ENG



იგეგმებოდა თუ არა პატრიარქის მკვლელობა - მეუფე იაკობის ბრალდებები

26 ოქტ 201919:20
3 წუთის საკითხავი
 
4bziobrfvhl8jgi.jpg

პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვა და მისი ტახტიდან ჩამოშორება, ფულის გადანაწილებები, მუქარები და 2020 წლის არჩევნებისთვის ველის მოსუფთავება ​- ეს მეუფე იაკობის მიერ გაცხადებული ბრალდებების მცირე ჩამონათვალია. იგი საჯაროდ ალაპარაკდა საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის არსებულ შესაძლო სკანდალურ გარიგებებზე. ქორეპისკოპოსი ღიად საუბრობს, როგორ იგეგმებოდა პრემიერის კაბინეტში პატრიარქის ჩანაცვლება მეუფე შიოთი. მისი თქმით, დავალება ბიძინა ივანიშვილმა გასცა, შესრულება კი გიორგი კვირიკაშვილს, გიორგი გახარიას, ვახტანგ გომელაურსა და ვანო ჩხარტიშვილს დაევალათ. 

მეუფეს მიერ დასახელებულ ბრალდებებს „ზღვარგადასული სისულელე“ უწოდა გიორგი გახარიამ და სასულიერო პირს პოლიტიკისთვის თავის დანებება ურჩია. 

ქორეპისკოპოსი ხელისუფლებასთან ბინძურ გარიგებაში ადანაშაულებს მეუფე თეოდორეს, მეუფე გრიგოლსა და მეუფე პეტრესაც. ამ ბრალდებას უარყოფს თავად ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, რომელიც  ქორეპისკოპოსის ქმედებებსა და განცხადებებზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს პატრიარქს აკისრებს. მისი თქმით, მეუფე პეტრე ილია მეორის დავალებებს ასრულებს. მიტროპოლიტი, ასევე, გამოძიების დაწყებასაც ითხოვს. 

მეუფე იაკობის განცხადებებს აფასებენ თეოლოგები და დარგის სპეციალისტებით, რომელთა მტკიცებით,  ქორეპისკოპოსი ხელისუფლებასაც და ეკლესიასაც დაუპირისპირდა, რადგან დაკარგა გავლენა და პატრიარქად გახდომის შანსიც.

„ფორმულას“ სატელეფონო ზარებს ხმაურიანი განცხადებების შემდეგ მეუფე იაკობი აღარ პასუხობს. ტელეფონი გამორთული აქვს მეუფე თეოდორესაც


close დახურვა