logo
ENG



იგორ დოლგოვი: შეთანხმებები უნდა შესრულდეს და არჩევნები ახალი სტანდარტების მიხედვით გაიმართოს

18 ივნ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი ელჩებისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, კარგი იქნება თუ არჩევნებზე ისეთი პოლიტიკური სისტემა დამკვიდრდება, სადაც საქართველო ახალი პოლიტიკური სტანდარტების მიხედვით განვითარდება.

„თქვენ სვამთ კითხვას, რომლის პასუხსაც მე ვეძებ ამ კაბინეტებში. თქვენ მე კი არ უნდა მეკითხებოდეთ, უნდა ეკითხებოდეთ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ასრულებენ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას და რომლებიც უკვე მალე, ამ კვირას, ხმას მისცემენ იმას, რომ შეთანხმებები შესრულდეს, ცვლილებები მოხდეს და არჩევნები ახალი სტანდარტების მიხედვით გაიმართოს. იმედი მაქვს დეპუტატებს ყველაფერი ისე გამოუვათ, რომ ხალხი არ დაზარალდეს, რომ არჩევნებისას დამკვიდრდეს ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც საქართველო განვითარდება ახალი პოლიტიკური სტანდარტების მიხედვით“, - განაცხდა დოლგოვმა. 

პარლამენტის თავმჯდომარისა და ელჩების შეხვედრის მთავარი თემები არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებები იყო, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალიდან იწყებს. არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებმა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე. 


close დახურვა