logo
ENG



იდლიბში, თურქულ სამხედრო კოლონაზე ავიაიერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

28 თებ 202002:31
3 წუთის საკითხავი
 
o324nmwqx7277kv.jpeg

ასადის რეჟიმის სამხედრო ძალებმა, იდლიბის პროვინციაში განლაგებული თურქული სამხედრო კოლონა დაბომბა.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, ავიაიერიშს 34 თურქი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს თურქული მხარე. მათი განცხადებით, მომხდარის შედეგად 22 ჯარისკაცი დაიღუპა, რამდენიმე კი, დაიჭრა.

Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თავდასხმა სირიის ხელისუფლებამ ან მისმა მოკავშირე რუსულმა მხარემ განახორციელა. გარდა ამისა, სააგენტოს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მომხდარის გამო, უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის თავდაცვის უწყებამ თურქული მხარე იდლიბის რეგიონში დრონებით იერიშების უკანონოდ განხორციელებაში დაადანაშაულა. ასევე, რუსული მედია წერდა, რომ თურქმა ჯარისკაცებმა რუსული და სირიული სამხედრო თვითმფრინავების ჩამოსაგდებად სარაკეტო ჭურვები გამოიყენეს.


close დახურვა