40 ადამიანი დაიღუპა იემენში საუდის არაბეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად. გარდაცვლილთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. დაიბომბა ის ადგილი, სადაც რამდენიმე დღის წინ იემენელმა ამბოხებულებმა არაბული კოალიციის გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
მომხდარს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და იემენზე განხორციელებული იერიში სამხედრო დანაშაულად შეაფასა.