NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა. მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.
სტოლტენბერგს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და NATO-ში საქართველოს ელჩი დახვდნენ.
სტოლტენბერგი ქვეყანაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.