logo
ENG



იერუსალიმში ისრაელელი სამხედრო დაჭრეს - თავდამსხმელი მოკლულია

06 ნოე 202314:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/06/1qr48xfxmldi3t4.jpeg
AMMAR AWAD/REUTERS

აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელელი სამხედრო დაჭრეს - როგორც ისრაელის პოლიცია აცხადებს, თავდამსხმელი 16 წლის მოზარდი იყო, რომელიც უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

პოლიციამ თავდამსხმელს "ტერორისტი" უწოდა და თქვა, რომ მან სულთან სულეიმანის ქუჩაზე კიდევ ერთი ადამიანი დაჭრა.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს - საერთაშორისო მედიების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული.

რაც შეეხება დაჭრილ სამხედროს, ის კლინიკაში გადაიყვანეს. მედიების ინფორმაციით, მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული. BBC-ის ცნობით, მეორე დაზარალებულს მსუბუქი ჭრილობა აღენიშნება.


close დახურვა