ივანიშვილისა და პუტინის მთავრობებს შორის აშკარად ურთიერთობის ახალი ეტაპია. ლავროვის შემდეგ, ფრენების აღდგენაზე გავრილოვი ალაპარაკდა და დაამატა, რომ საჭიროა, დიპლომატიური ურთიერთობის განახლებაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ გაწყვეტილია. მაშინ როცა დასავლეთი რუსეთთან იზოლაციის პოლიტიკას ირჩევს, ოცნება, მოსკოვის ქებით კმაყოფილია. ივანიშვილის გუნდის პოზიციას და ფრენების აღდგენაზე დაწყებულ დისკუსიას არ ეთანხმება პრეზიდენტი და რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზე რეგულაციების დაწესებასაც ითხოვს. საგარეო ვექტორის ცვლილება არ გამორჩენია უკრაინას, გამოხმაურებები კიევიდან და თბილისის რეაქცია.