პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ჯასთინ მაქენზი სმითს შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.