logo
ENG



ივანიშვილი დაჭერებით ვერ შეგვაშინებს - ბექა ბასილაია გაათავისუფლეს

02 დეკ 201907:11
3 წუთის საკითხავი
 
jl984vpkd4zoce5.jpg

ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტი ბექა ბასილაია თავისუფალია. 13-დღიანი პატიმრობის შემდეგ ბასილაიამ გორის იზოლატორი დატოვა.  მას პოლიციის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას" აქტივისტები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დახვდნენ.

ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის კიდევ უფრო ენერგიულად გააგრძელებს ბრძოლას და ქუჩის აქციებს შეუერთდება.

„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. ივანიშვილი დაჭერებით ვერ შეგვაშინებს. წამზომი ჩართულია. ძალიან მალე მსგავს სიტუაციაში ვნახავთ ბიძინა ივანიშვილს, როდესაც მას ექნება თავი სამართლებელი და მის წინაშე დადგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატი 18 ნოემბერს, რუსთაველზე მიმდინარე აქციის „ერთად ერთის წინააღმდეგ“ დარბევისას გიგა მაქარაშვილთან, ზუკა ბერძენიშვილთან და სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს.

 


close დახურვა