„ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი კი უდრის სიღარიბეს. სიღარიბე ტანჯავს ყველა ჩვენგანს, ბიძინას გარდა - ასე შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე ვითარება "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ.
როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანა მორალური კრიზისის წინაშეა და დროა ეს ყველაფერი დასრულდეს.
"ითვლის ბიძინა, ხომ, ჩვენს თავებს?! მას აქვს ფული და ძალაუფლება, მაგრამ მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არ აქვს ნამუსი, არ აქვს ამ ქვეყანაში თანამდებობა და დარჩენის უფლება. გადამგდები უნდა გადავაგდოთ, გადამგდები უნდა წავიდეს და მოშორდეს. ვინც ამას წინ აღუდგება, აიჩეხება. ეს აღარაა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ესაა მორალური კრიზისი. ის საუკუნის მზაკვრობა, რაც მან იკადრა, საუკუნეები გაჰყვება ამ ქვეყანას ტკივილი და არ იქნება დავიწყებული, სანამ უკანასკნელი ქართველი ხალხის გული ძგერს. ერთადერთი, რაც ივანიშვილს უნდა, ჩვენი შეშინებაა, რადგან თავადაა შეშინებული. მთელმა სამყარომ გაიგო, რომ ეს მამონა გადამგდები და მოსაშორებელია. მთელი ქვეყანა წუხს, როგორ უნდა მოვაშოროთ ეს ვიგინდარა აფერისტი. ეს არ იქნება მარტივი ბრძოლა და პირველ რიგში, უნდა გავაკეთოთ ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. თუ შევლენ პარლამენტში, თავზე დაგვასვამენ უსინდისო მურუსიძეს, უდიპლომო ნაგავს და სხვა უსინდისოებს, რათა საშვილიშვილოდ გაიხანგრძლივოს მმართველობა. ამიტომ მათი მუშაობის ყოველი დღე არის სახიფათო, რადგან ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი კი უდრის სიღარიბეს. სიღარიბე კი ტანჯავს ყველა ჩვენგანს, ბიძინას გარდა", - განაცხადა უგულავამ.