მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ დაპირება ვერ შეასრულა, მაგრამ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ერთადერთ შეუსრულებელ დაპირებად მიიჩნევს. ტელეკომპანია "იმედზე" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამოსვლაში იყო ირიბი აღიარებაც, იმის შესახებ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმთავრესი პრობლემის, - უმუშევრობის გადაჭრა ივანიშვილის ხელისუფლებას არ შეუძლია. იმ ფონზე, რომ საქართველოდან ბოლო 15 წელიწადში ისედაც მილიონზე მეტი ადამიანია გასული და სამუშაო ძალა ყოველწლიურად კიდევ უფრო მცირდება, ივანიშვილი ხალხს დასაქმებას გერმანიაში დაჰპირდა.
ბიძინა ივანიშვილის ახალი დაპირება საქართველოს მოქალქეებისთვის სამუშაო ადგილების უცხოეთში შექმნის შესახებ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა. ხალხი ამბობს, რომ მილიარდერის განცხადებებმა გააღიზიანა. მსახიობი ნუცა კუხიანიძე ამერიკაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, მალევე უკან საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა. ის ამბობს, რომ მილიარდერის დაპირება უცნაური და ალოგიკურია
მწერალი ლაშა ბუღაძე ივანიშვილის ამ ინტერვიუს პაროდიას უწოდებს. მისთვის მილიარდერის ეს უცნაური დაპირება იმის მანიშნებელია, რომ ივანიშვილი ქართული საზოგადოებისაგან დაღლილია. ივანიშვილის ინტერვიუს ხელოვნებათმცოდნე დავით ცხადაძე ცინიკურს უწოდებს.
შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ივანიშვილის შეთავაზება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვისაც.