logo
ENG



ივანიშვილი ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებების მიტაცებას - პარლამენტთან აქცია გაიმართება

13 ნოე 201908:03
3 წუთის საკითხავი
 
xk77x5iod50upjz.png

მოძრაობის - "ქვეყნის სამსახურში" აქცია, პარლამენთთან დღეს ისევ განახლდება. "არ გაბედო!" - ამ სლოგანით აქტივისტები რუსთაველზე შეკრებას 12:00 საათიდან დაიწყებენ. აქტივისტები საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებენ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი დაუჭირონ.  ამასთან, ისინი მორიგი საპროტესტო ტალღის დაწყებას არ გამორიცხავენ. 

„მიუვიდათ რაღაც კვლევის შედეგები და არჩიეს პროპორციულ არჩევნებში დამარცხებას, ქართული საზოგადოების კიდევ ერთხელ გადაგდება. ცვლილებები თუ ჩავარდება, მაშინ ადამიანთა უფლებების დეკლარაცია, რომელიც 1948 წელს არის მიღებული ამბობს, რომ თუ ხელისუფლების ყველა შტო არის უზურპირებული და არის ქვეყანაში ტირანია, ადამიანებს აქვთ აჯანყების უფლება და გამოვიყენებთ ამ უფლებას“, - აღნიშნა აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა "ფორმულათან" საუბარში.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, მოძრაობის წევრები პარლამენტთან აქციას 12:00 საათზე განაახლებენ. 

"ახლა თუ ვერ მივიღეთ ეს ცვლილებები, ვეღარ მოვასწრებთ გადაწყობას, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ მოგვიწევს ამ უღირსი მთავრობის მოთმენა 4 წლით. ამიტომ, 12:00 საათიდან, როდესაც სხდომა დაიწყება, აქ ვიდგებით. ვიდგებით იქამდე, სანამ პარლამენტი სამივე მოსმენით არ მიიღებს ამ ცვლილებებს“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას მტკიცებით, მმართველი გუნდის ლიდერი ცდილობს საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდოს. 

„დღეს ივანიშვილი ტესტას საზოგადოების რეაქციას, გაუვა თუ არა რომ მოპაროს ის დაპირება, რომელიც ხალხმა მოიპოვა. გადაწყვიტა, რომ ხალხის მონაპოვარი, პროპორციული არჩევნები მიიტაცოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი რეაქცია იმ შეურაცხყოფაზე, რაც იყო“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. 

 

 


close დახურვა