logo
ENG



ივანიშვილის არადასავლური საგარეო კურსი

17 ივლ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

ნაწილობრივ სანქცირებული და ახალი უფრო მკაცრი სანქციების ფონზე ივანიშვილი საკუთარ ამომრჩევლებს აიმედებს.  29 აპრილის ცნობილი გამოსვლის გაგრძელება იყო ოლიგარქის მიმართვა, რომლითაც წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის გამოსვლის შინაარსი ისაა, რომ ყველა ანტიდემოკრატიული ნაბიჯი და საგარეო კურსის ცვლილება შერჩება და შემდეგ თავიდან, თავისი პირობებით ეცდება ქვეყნის გარეთ ურთიერთობების დალაგებას. ივანიშვილი მიანიშნებს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებზეც, თუმცა ფაქტი ისაა, რომ ვაშინგტონში ორპარტიული მყარი აზრი ჩამოყალიბდა იმის შესახებ, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირე და საქართველოს დასავლური კურსის მოწინააღმდეგეა. 


close დახურვა