logo
ENG



ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

18 დეკ 202217:15
3 წუთის საკითხავი
 

დღეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქტივისტების თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატის, გიორგი მუმლაძის მიერ ორგანიზებულ აქციას, ენმ-სთან ერთად სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

„ჩვენ უნდა გავერთიანდეთ რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ, ვინც დგას ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარში გაჩხერილი და ასევე მნიშვნელოვანია ვიბრძოლოთ პუტინთან მებრძოლი მთავარსარდლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ნიჰილიზმი უნდა დავამარცხოთ, უიმედობა უნდა დავამარცხოთ და ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება ერთობით“- აცხადებს ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

აქტივისტები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ 22 დეკემბერს საქალაქო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს, პერმანენტული აქციები გაგრძელდება, როგორც ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, ასევე პრეზიდენტის რეზიდენციასთან.  


close დახურვა