logo
ENG



ივანიშვილის თქმით, გადაშენების პირას მყოფი გიგანტური ხეები მან გადაარჩინა

10 დეკ 201911:34
3 წუთის საკითხავი
 
ca3bxrdhv6ew8jx.jpg

„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გამოცემა „ველურ ბუნებასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ გიგანტური ხეები, რომლებიც გადაშენების პირასაა, მან გადაარჩინა. ივანიშვილის თქმით, ზოგიერთი მედიასაშუალებები, მოსახლეობას ვირტუალურ რეალობაში ამყოფებენ და ასეთ პოზიტიურ ამბავსაც კი ნეგატიურად აწვდიან.

ქართული ოცნების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ,,ხალხისთვის სიცრუის ტირჟირება ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს". ივანიშვილი ხეების სიყვარულის პარალელურად ჰესების მშენებლობის თემასაც ეხება და ამბობს, რომ ჰესებს "ვაი პატრიოტები" ებრძვიან.


close დახურვა