logo
ENG



ივანიშვილის პლახატნუკიზაცია - შაბათის ფორმულა

29 ოქტ 202221:04
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის პლახატნიუკიზაცია გარდაუვალია. მოლდოველი ოლიგარქის დასანქცირება, შეერთებული შტატების და საერთაშორისო პარტნიორების პირდაპირი გზავნილია ივანიშვილისთვის, რომ სახელმწიფოს მიტაცება, კორუფცია, კლანური მმართველობა, არაფორმალური გავლენები, ხელისუფლების და სახელმწიფო ინსტიტუტების ხელში ჩაგდება, ზეწოლა მედიაზე და შეტევა არასამთავრობო სექტორზე - დემოკრატიული სამყაროს მხრიდან, პატიებას არ ექვემდებარება. ბიძინა ივანიშვილის გარშემო, სივრცე სულ უფრო ვიწროვდება და საერთაშორისო სანქციები, ქვეყნის არაფორმალურ მმართველს ყოველ დღიურად უახლოვდება. მსგავსება ვლადიმირ პალახანტნიუკსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, იმდენად დიდია, რომ მიზეზები, რის გამოც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოლდოველი ოლიგარქი ჯერ შავ სიაში შეიყვანა, ახალი კი დაასანქცირა, ზუსტად იმეორებს ოლიგარქ ივანიშვილის მმართველობის სტილს. ამიტომ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილს, მალე პალახატნიუკიზაცია ემუქრება და გზავნილი შეერთებული შტატებიდან ოლიგარქმა კარგად უნდა გაიაზროს.


close დახურვა