logo
ENG



ივანიშვილის პრემიერი უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე

11 ივნ 202420:20
3 წუთის საკითხავი
 

ოლიგარქის პრემიერს ემიგრანტები აქციით დახვდებიან. ბერლინში მცხოვრები ქართველები ოცნების რუსულ პოლიტიკას გააპროტესტებენ. გერმანიაში ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს, რაც პოლიტიკურ ფარისევლობად ფასდება. საქართველოს ხელისუფლების მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე, კობახიძე ევროპელი ლიდერების გარემოცვაშია, მაგრამ დისტანცირებული. მან ვოლოდიმირ ზელენსკის ტაშიც არ დაუკრა. ექსპერტული და პოლიტიკური წრეები ამ კონფერენციაზე ივანიშვილის პრემიერის დასწრებას განსაკუთრებულ ცინიზმს უწოდებენ ანტიუკრაინული პოლიტიკის გამო და ვიზიტს მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესებს უკავშირებენ. გერმანიაში ვიზიტი შედგა იმ ფონზე, როცა ხელისუფლება სავიზო შეზღუდვის პირობებშია და ამასთან, ფინანსური სანქციების ზღვარზე.

 


close დახურვა