logo
ENG



ივანიშვილის როლი არის ის, რომ კომფორტი და გარანტი შეუქმნას ბიზნესს - ცქიტიშვილი წყალტუბოზე

11 ნოე 201914:43
3 წუთის საკითხავი
 
hg1t3exooel8rwr.png

წყალტუბოს განვითარების პროექტის განხილვაზე დღეს მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა პროცესებში მნიშვნელოვანია. მათი განმარტებით, ივანიშვილი სასტუმროებს კი არ ყიდულობს, არამედ ინვესტორების წინაშე იქნება გარანტორის როლში. 

"ბატონი ბიძინას როლი არის ის, რომ კომფორტი და გარანტი შეუქმნას ბიზნესს, რადგან იმ შემთხვევაში თუ ვერ აითვისებს 22-ვე სასტუმროს, ან თუ ვერ ჩადებს ინვესტიციას სრულად, ან თუ მოცემულ დროის მონაკვეთში სახელმწიფოს არ ექნება სათანადო რესურსი რომ ერთიანად განახორციელოს ინფრასტრუქტურა, ამ შემთხვევაში ინვანიშვილის როლიც ისაა, რომ დაეხმაროს სახელწმიფოს და ბიზნესს, რომ საჭირო ინვესტიციები უფრო სწრაფად მოვიზიდოთ",- აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შემდეგი ნაბიჯია ობიექტების პრივატიზება და ბიზნესისთვსი შეთავაზება. თურნავას თქმით, ამ ნაწილშიც ივანიშვილის როლი მნიშვნელოვანია.  

"შემდეგი ნაბიჯია მოვამზადოთ ეს ობიექტები საპრივატიზებოდ და შევთავაზოთ ბიზნესს საბაზრო პირობებით. თუ კი იქნება ისეთი ობიექტები, სადაც ბიზნესი ვერ განახორციელებს ინვესიტიციებს ან ინტერესს ვერ გამოხატავს, ამ შემთხვევაში შეიძლება დავეყრდნოთ ფონდ "ქართუს" ან "თანაინვესტირების" რესურსს. მათ უნდა ჰქონდეთ ნათელი ხედვა, როგორ ვითარდება კურორტი, ამიტომ ჩვენ განავგრძელებთ შეხვედრებს და შევხდებით ბიზნესსაც. ვიმსჯელებთ, როგორ გავხადოთ ეს ობიექტები უფრო მიმზიდველი, მაგრამ პირველი აქცენტი კეთდება გენგეგმის შემუშავებაზე",- აცხადებს ნათია თურნავა. 

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს საკურორტო კომპლექსი 47 მილიონად აქვს შეფასებული და აუქციონზე ფასის გაზრდის იმედი აქვს. დღევანდელი საჯარო განხილვით უკმაყოფილო დარჩა არასამთავრობო სექტორი. მათთვის გაუგებარი დარჩა ბიძინა ივანიშვილის როლი პროექტში, ასევე რა ფორმით და ვალდებულებებით მოხდება სასტუმროების გასხვისება. 


close დახურვა