ბიძინა ივანიშვილი პარტიულ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის. მისი წერილით დადასტურდა ის, რასაც ფორმულანიუსი თითქმის ერთი თვეა, ექსკლუზიურად ყვებოდა.
ვრცელ წერილში ივანიშვილი ყველაზე დიდ დროს ისევ წინა ხელისუფლების მწვავე კრიტიკას უთმობს, არ აღიარებს შეუსრულებელ დაპირებებს, ამბობს, რომ სიღარიბე მემკვიდრეობით ერგო. დარდად კი მხოლოდ ის მიყვება, რომ მისი მმართველობის დროს ვერ ჩამოყალიბდა პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია და ვერ დაიმორჩილა მედია.