logo
ENG



ივანიშვილმა მოახერხა ზოგიერთის გადარწმუნება -მდინარაძე მაჟორიტარ დეპუტატებზე

14 ნოე 201912:46
3 წუთის საკითხავი
 
gpdji8s0lrrq8fj.jpg

ვფიქრობ, რომ  პროპორციული სისტემა უნდა გავიდეს, რადგან ესაა გუნდის გადაწყვეტილება, თუმცა იყო სერიოზული კამათი - ასე შეაფასა უმრავლესობის სპიკერტმა მამუკა მდინარაძემ გუნში მიმდინარე მოვლენები და მსჯელობა პროპროციულ სისტემასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თავისუფალი კენჭისყრის შედეგად არასტაბილურობის განცდა არ შეიქმნება. 

"ვინც არ უჭერს მხარს კანონპროექტს არ გახდნენ გასარიცხი გუნდიდან. ვფიქრობ, რომ  პროპორციული სისტემა უნდა გავიდეს, რადგან ესაა გუნდის გადაწყვეტილება. თუმცა იყო სერიოზული კამათი. ჩვენ დავუშვით თავისუფალი კენჭისყრა რადგან არასტაბილურობის და გუნდის რღვევის იმიტაცია არ უდნა შევქმნათ. იმედის ვიტოვებთ, რომ პროპორციული სისტემა გავიდეს",- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, ივანიშვილმა შეძლო ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატების გადარწმუნებაც.

"შეხვედრა ყველასთან არ ყოფილა. ზოგიერთან იყო დისტანციური კომუნიკაცია. პარტიის ხელმძღვანელმა მოახერხა ზოგიერთის გადარწმუნებაც. გუშინ საღამოს იყო კრიტიკული სიტუაცია, თუმცა პარტიის ხელმძღვანელთან შევძელით, რომ დაუჭირონ მხარი პროპორციულ სისტემას, მაგრამ არიან ისეთებიც რომლებიც ეწინააღმდეგებიან. გუშინ თქვეს, რომ დატოვებდნენ მანდატს, ამიტომ თავისუფალი კენჭისყრა დავუშვით, მაგრამ პროპორციული სისტემა უნდა გავიდეს. ისინი ამბობენ, რომ ზეწოლის შემთხვევაში დატოვებდნენ მანდატს და თავისუფალი კენჭსიყრა ზუსტად აძლევს მათ იმის საშუალებას, რომ ასეთი რამ არ გააკეთონ",- აღნიშნა მდინარაძემ.

 


close დახურვა