logo
ENG



ივანიშვილს გაჭირვებულმა ხალხმა აუშენა სამი სართული, თან უკანონოდ - ხაბეიშვილი

26 თებ 202012:25
3 წუთის საკითხავი
 

ორბელიანის მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის'' წევრს მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეაქვს. ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ თბილისის მერია დარღვევებზე თვალს შეგნებულად ხუჭავს, ვინაიდან ტერიტორია და მიმდინარე მშენებლობაც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. 

მილიარდელ ივანიშვილს გაჭირვებულმა ხალხმა აუშენა სამი სართული, თან ყველანაირი ნებართვის გარეშე - ანუ უკანონოდ. ირაკლი თავართქილაძე, ქონების მართვის სააგენტო მეთაური - ამ ადამიანმა ივანიშვილს აჩუქა ქონება. ამაზე მოვითხოვთ გამოძიების დაწყებას. თუკი ახლა არ დაიწყებენ გამოძიებას, ოდესმე მოვა დრო, გადმოიღებენ ამ საქმეებს თაროებიდან და მოუწევთ კონრეტულ პირებს პასუხისგება", - აცხადებს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულამ“ გასულ კვირას, აღნიშნულთან დაკავშირებით სიუჟეტი მოამზადა, სადაც გამოიკვეთა, რომ პირიმზის შენობის მიმდებარე ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, სწორედ „ქართუ ბანკის“ შვილობილ კომპანიებს გადაეცათ, მშენებლობა კი შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.


close დახურვა