logo
ENG



ივანიშვილს თელავში წითელი ბარათები აჩვენეს

21 ოქტ 201907:42
3 წუთის საკითხავი
 
4ptosnjdfgqbbcm.png

ბიძინა ივანიშვილს გუშინ თელავში წითელი ბარათი აჩვენეს. მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში" თელავის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა. გავრილოვის ღამისა და მომიტინგეების ძალისმიერი დარბევის შემდეგ დაწყებული თითქმის 100 დღიანი პროტესტის ავტორებმა, რეგიონული შეკრებები სწორედ კახეთიდან დაიწყეს. ადგილობრივი ხელისუფლების ხელის შეშლის მიუხედავად კი ანტისაოკუპაციო აქცია მაინც ჩატარდა. აქციას შეუერთდნენ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები. "ერთად ერთის წინააღმდეგ" - ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ აქციებს აქტივისტები ყოველ 20 რიცხვში სხვადასხვა რეგიონში გამართავენ.

 


close დახურვა