logo
ENG



ივანიშვილს წილოსანიც წერილობით ექომაგება

12 ივლ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/12/i43199f90d2zh7k.jpg

ბიძინა ივანიშვილს დეპუტატი ნინო წილოსანიც წერილობით ექომაგება. მანამდე ივანიშვილი წერილით პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაქო.

წილოსანი წერს:

"როგორ შეიძლება გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?!

ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.

ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ".


close დახურვა