logo
ENG



იზაბელ ცეცხლაძე: გერმანიაში საქართველოს საელჩო არ გვეხმარება, რომ ვრეკავთ უხეშად გვპასუხობენ

02 აპრ 202014:36
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულა ნიუსს“ გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დაუკავშირდა, რომელიც გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, გერმანიაში არსებული საქართველოს საელჩო მას არაფრით არ ეხმარება და როდესაც უკავშირდება ისინი ინფორმირებულები არ არიან არცერთ საკითხთან დაკავშირებით.

„თავშესაფარში ძალიან ბევრი ქართველები არიან მოთავსებული. საშიშია მათი იქ ყოფნა იმიტომ, რომ ინფიცირებულთა მატება უფრო მეტი იქნება. ერთ ქართველ მოქალაქეს ჰქონდა ტემპერატურის მატება თუმცა მას ყურადღება არ მიაქციეს. ეხა ვუკავშირდები თუმცა პასუხს არ მცემს ​ის პიროვნება. საელჩოს ჩვენთვის არანაირი დახმარება არ გაუწევია, არანაირი კონტაქტი არ აქვთ ჩვენთან. რომ ვურეკავთ უხეშად გვპასუხობენ, ინფორმირებულებიც არ არიან არანაირ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა გერმანიაში მყოფმა ემიგრანტმა იზაბელ ცეცხლაძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის თავშესაფრის მაძიებელთა საცხოვრისში მყოფი 850 პირი კარანტინში იმყოფება, მაშ შემდეგ რაც ერთ-ერთ მათგანს, 27 წლის მამაკაცს, კორონავირუსიდაუდასტურდა. 

გუშინ დილით კი ინციდენტი მოხდა, საცხოვრისის შენობიდან 54 წლის ქართველი მამაკაცი დაახლოებით 6 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა. მამაკაცმა მძიმე დაზიანებები მიიღო. 

სასწრაფო დახმარების სამსახურმა ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი დახმარება აღმოუჩინეს. 

გამოძიება კაცზე თავდასხმას გამორიცხავს, თუმცა მიმდინარეობს ძიება, გახდა თუ არა მომხდარის მიზეზი ჩხუბი დაშავებულსა და მის მეუღლეს შორის. 


close დახურვა