logo
ENG



იზიუმ-ხარკოვის გზაზე რუსებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა მინიმუმ 1 ადამიანი

26 თებ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/gjtr6e0qx7zcp04.jpg

იზიუმ-ხარკოვის გზაზე რუსებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა მინიმუმ 1 ადამიანი. 

ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება. 

გარდა ამისა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომდგენლის ცნობით, ხარკოვსა და მის ირგვლივ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. 

მისი განცხადებით, რუსები მტკიცე წინააღმდეგობას აწყდებიან უკრაინელების მხრიდან, განსაკუთრებით, კიევთან

"თუმცა, ჩვენი შეფასებით, ყველაზე მძიმე ბრძოლები ხარკოვთანაა". - განაცხადა მან. 

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნისვე განცხადებით, რუსეთი ნაკლებ წინააღმდეგობას აწყდება სამხრეთის მხარეს. 


close დახურვა