logo
ENG



იზორია, ქაცარავა, დონდუა - საქართველოს 3 ქვეყანაში ახალი ელჩი ჰყავს

21 თებ 202008:13
3 წუთის საკითხავი
 

„ფორმულა ნიუსის" ინფორმაცია დადასტურდა - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩად სოფიო ქაცარავა, გერმანიაში ლევან იზორია, საბერძნეთში კი დავით დონდუა დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ჯერ კიდევ დეკემბერში „ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება იმ ელჩებს, რომლებმაც "ქართული ოცნების" დავალება ვერ შეასრულეს და დასავლელ პარტნიორებს ივანიშვილის გზავნილი ვერ გააცნეს, ათავისუფლებდა.

ქაცარავა აქამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ლევან იზორია 2016-2019 წლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას, ხოლო 2019-ის მიწურულს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტს იკავებდა. რაც შეეხება დონდუას, ის 2015-2018 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.  


close დახურვა