logo
ENG



ილია მეორე: მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება

03 ნოე 201913:09
3 წუთის საკითხავი
 
q6wrd4e22bz1083.jpg

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სასულიერო პირებთან ერთად უნდა აღევლინა, თუმცა როგორც მან განაცხადა, დღეს ქადაგება არ ექნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ერს მისცა ლოცვა-კურთხევა, რომ სახარებიდან ერთი თავი წაიკითხონ. პატრიარქმა თანადგომისთვის  მადლობა გადაიხადა.

"მე დღეს ქადაგება არ მექნება, შეგონება მექნება. მწუხარებამ გაგვაერთიანა ერთმანეთთან და ღმერთთან. გაუფრთხილდით სამშობლოს და ეკლესიას - ამაშია ძალა ქართველი ერისა. გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ დღეს სახარებიდან წაიკითხოთ ერთი თავი მთელ საქართველოში. ეს მოგცემთ თქვენ მადლსა და წყალობას. დალოცვილი იყავით. მადლობელი ვარ თანადგომისათვის. თანადგომა გამოიჩინეს სხვა რელიგიების წარმომადგენლებმა, მათ შორის მუსულმანებმაც. ჩვენთან არს ღმერთი," - განაცხადა ილია მეორემ.

 

 


close დახურვა