საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთიდან თბილისში, საპატრიარქოს შენობაში დაბრუნდა. შენობაში სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ამ დრომდე არ გამოჩენილან. დილის საათებში ადგილზე, მეუფე იაკობი იმყოფებოდა, რომელმაც ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა. სასულიერო პირთა ნაწილი, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქი გადადგომას აპირებს.
„ფორმულას“ ინფორმაციით, საპატრიარქოში ილია მეორესთან გარკვეული კონსულტაციები გაიმართება, მაგრამ საპატრიარქოში ამას არ ადასტურებენ. როგორც ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, არ არსებობს პატრიარქის გადადგომის შესახებ დაიწყოს მსჯელობა.
„ვერაფეფრს გეტყვით. არ არსებობს. მართლა არ ვიცი გულწრფელად გეუბნებით. ეკლესიას პოზიციას საპატრიარქო ახმოვანებს,“ - განაცხადა მჭედლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება იაკობმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. იქამდე კი მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მაშინდელი პრიემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში, მას, გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის მეუფე შიოთი ჩანაცვლებაზე „ეჩალიჩებოდნენ“.