logo
ENG



ილია მეორემ უმრავლესობის წევრები დალოცა: უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას

16 იან 202022:36
3 წუთის საკითხავი
 
vfldr4slv1ll84b.jpg

საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საპატრიარქოში ეწვივნენ და დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს. 

შეხვედრაზე პატრიარქის უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ მიმართა და შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი,  კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა მის უწმინდესობას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

კათოლიკოს - პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში წარმატებები უსურვა.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და  ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, - მიმართა ილია მეორემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.


close დახურვა