logo
ENG



ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ

06 ოქტ 202022:16
3 წუთის საკითხავი
 
ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ

სვანეთში დაკარგულ ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარითაც ეძებენ. მოზარდის შესახებ ინფორმაცია ინტერპოლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებიდან დამატებით დეტალებს ელოდება. 

ილია ფილფანი 18 ივლისს დილით სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა