ილია ჯიშკარიანი კვლავ საავადმყოფოშია. თანაშემწის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული საკრებულოს წევრი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. ამ დროისთვის ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ.
როგორც "ფორმულას" ჯიშკარიანის ოჯახის წევრმა უთხრა, პაციენტი საავადმყოფოში ინფარქტის ნიშნებით მოხვდა და სამი სტენდი ჩაუდგეს. იგი ამჟამადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
"პაციენტი კლინიკაში შემოვიდა გუშინ, გვიან ღამით, გულმკერდის არეში ძლიერი ტიკვილით. ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირდა მწვავე ინფარქტი, რის გამოც ჩატარდა კორონოგრაფია სტენდირებით. მდგომარეობა იყო მძიმე, თუმცა ჩატარებული მანიპალუაციის შემდეგ დასტაბილურდა. ამჟამად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, თუმცა საყურადღებოა",-აცხადებს კლინიკის ექიმი თამარ ჭიხორია.
შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს გენერალურმა პროკურატურამ მისი ყოფილი თანაშემწის, თამთა თოდაძის გაუპატიურების მცდელობისა და ცემის ფაქტზე ბრალი წაუყენა, თოდაძეს კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის რაიონის მაჟორიტარს 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.