logo
ENG



ილია ჯიშკარიანი ისევ კლინიკაში რჩება

14 ოქტ 201907:42
3 წუთის საკითხავი
 
xv6prqg2jrmz0za.jpg

„ქართული ოცნების“ დეპუტატი, რომელსაც თამთა თოდაძე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ რჩება, ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ჯიშკარიანი კლინიკას.

ექიმების განცხადებით ჯიშკარიანი სტაციონარში მწვავე კორონალური სინდრომით შეიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რა მკურნალობა უტარდება ჯიშკარიანს ან როდის იგეგმება მისი გაწერა, ამის შესახებ კლინიკა ინფორმაცის ასაიდუმლებს. როგორც „ნიუ ჰოსპიტალში“ აცხადებენ, ინფორმაციის გავრცელებაზე უარს ჯიშკარიანი და მისი ოჯახის წევრები ამბობენ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს ბრალი თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემის ფაქტზე აქვს წარდგენილი. სასამართლომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.


close დახურვა