logo
ENG



ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

11 ოქტ 201913:41
3 წუთის საკითხავი
 
9btmsslii7b4rin.jpg

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიმართ, აღკვეთის ღონისძიებად 10 000 ლარიანი გირაო განისაზღვრა. ამის შესახებ განცხადება ჟურნალისტებთან პროკურორმა გააკეთა.

„თუ ილია ჯიშკარიანის მხრიდან დარიღვაა აღკვეთის ღონისძიების რომელიმე მოთხოვნა, ეს იქნება გირაოს თანხის გადახდა ან დამატებიტი ვალდდებულებები, რომელიც მას სასამართლოს შესაბამისი განჩინებით დაეკისრა, მაშინ ბრაალდების მხარე მიმართავს უფრო მკაცრ ღონისძიებებს.

"მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს და ზუსტად ამიტომ მოხდა გირაოს შეფარდება. აღკვეთის ღონისძიების საფრთხეები, რაც მომავალში თუნდაც წინასასამართლო სხდომებს შეიძლება შექმნას საფრთხე სრულად უზრუნველყოფილი იქნება,“ - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, "გაანადგურა თუ არა მტკიცებულებები ილია ჯიშკარიანმა და ამოღებულია თუ არა მისი მობილური ტელეფონი," პროკურორი აცხადებს, რომ ტელეფონი ამოღებული არაა და ამაზე გამოძიება მიმდინარეობს.

ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი, კლინიკაში გაიმართა. ამის მიზეზად „ქართული ოცნების“ დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობის, შესაძლო გაუარესება დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.


close დახურვა