logo
ENG



ილონ მასკის თქმით, პენსილვანიაში დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგს დაესწრება

05 ოქტ 202411:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/rqxmn3z6g79hzvc.jpg

ილონ მასკი გეგმავს, შაბათს პენსილვანიაში დაესწროს დონალდ ტრამპის საარჩევნო მიტინგს, რომელიც ბატლერში გაიმართება. სწორედ აქ სცადეს დონალდ ტრამპის მკვლელობა.

"გვერდით ვიქნები, რათა მხარი დავუჭირო", - უპასუხა მილიარდერმა ტრამპის პოსტს სოციალურ ქსელ X-ზე.

13 ივლისს 20 წლის თომას მეთიუ კრუკსმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმის დროს მან პრეზიდენტი ყურში დაჭრა. მიტინგში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ორი მძიმედ დაშავდა. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა კრუკსი ადგილზე მოკლა.

ტრამპის საარჩევნო კამპანია გეგმავს, რომ ბატლერში მიტინგი ტრიუმფალურ დაბრუნებად წარმოაჩინოს, ასევე პატივი მიაგოს დაღუპულ და დაჭრილ მხარდამჭერებს.

Pittsburgh Gazette-ის ინფორმაციით, მასშტაბურ ღონისძიებაზე 15000-დან 100000-მდე ადამიანს ელიან. საიდუმლო სამსახური 60000 მოქალაქეს ელოდება.

პენსილვანიაში თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში ტრამპზე თავდასხმა სცადეს ფლორიდაში, მის გოლფ კლუბში. 58 წლის რაიან რაუტმა ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობა გოლფის თამაშის დროს სცადა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა იგი ჯერ კიდევ მაშინ შენიშნა, როდესაც იარაღის დამიზნებას ცდილობდა. რაუტი დააკავეს და ბრალი წაუყენეს.


close დახურვა