ადგილზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტებმა გიორგი რურუას მხარდასაჭერი პოსტერები გააკრეს, საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის წევრებმა სხვა ფოტოები გადააკრეს.
რამდენიმე საათში პოსტერები ისეთი ფოტოებით დაფარეს, რომლებიც გიორგი რურუასა და "სირცხვილიას" აქტივისტების დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
აქტივისტების განცხადებით, საქართველოს პოლიტოლოგთა ასოციაციის ერთ-ერთი წევრი გარდაბნის მერის მოადგილის შვილი პაატა ეგაძეა, რაც პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან" კავშირზე მიუთითებს.
სამოქალაქო აქტივისტებმა გავაკარით იმ პოლიციელების სურათები, რომლებმაც შეასრულეს დანაშაულებრივი ქმედება და რურუას იაღარი ჩაუდის. რამდენიმე საათში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც არიან დაკავშირებული პირდაპირ „ქართულ ოცნებასთან“ და გადააკრეს ჩვენს პლაკატებს, რურუას მადისკრედიტირებელი პოოსტერები“, - განაცხადა აქტივისტმა ირა სტურუამ.
სამოქალაქო აქტივისტების პოსტერებზე ის პოლიციელები იყვნენ გამოსახული, რომლებმაც რურუა დააკავეს და მათი თქმით, მთავარი არხის მეწილეს იარაღი ჩაუდეს.