logo
ENG



იმედი: პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილს კობახიძე შეცვლის

29 იან 202412:38
3 წუთის საკითხავი
clock 1242
2024/01/29/oqjo9fuzgsa9425.jpg

იმედის ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრემიერმინისტრის პოსტზე წარადგენენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

იმედის თანახმად, 24 იანვარს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა ჩატარდება.

"ჩვენი ინფორმაციით, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერმინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო მოქმედი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია ქართული ოცნების პოლიტიკური მდივნის პოსტს", - წერს იმედი.


close დახურვა