logo
ENG



იმედი გვაქვს, რომ პასუხი იქნება უარყოფითი - გამყრელიძე პირველ პაციენტზე

14 მარ 202022:16
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ პირველი ინფიცირებული კორონავირუსისგან სრულად იქნება გამოჯანმრთელებული და კლინიკიდან მალე გაეწერება.

როგორც გამყრელიძემ „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განმარტა, ტესტის ჩატარების შემდეგ, ადამიანმა ორჯერ უნდა აჩვენოს კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი, რათა ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვალოს.

გამოჯანმრთელებულად ითვლება ადამიანი, როცა 24 საათში ორჯერ იქნება დადასტურებული უარყოფითი შედეგი. პირველ ინფიცირებულთან 14 დღის შემდეგ პასუხი იყო დადებითი, ამიტომ ჩაითვალა რომ უნდა დარჩენილიყო საავადმყოფოში. შემდეგი დაიდგა რეაქცია გუშინ და არის უარყოფითი. დღესაც მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ იქნება უარყოფითი, რათა გაეწეროს გარკვეული რეკომენდაციებით", - აცხადებს გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში 30 ინფიცირებულია. კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო ხუთი შემთხვევა შიდა გადაცემის პირველი პრეცედენტია.


close დახურვა