logo
ENG



იმედია არ იტყვიან, რომ დინოზავრის არის - რომან გოცირიძე

21 ოქტ 201914:48
3 წუთის საკითხავი
 
s6tat8pvbm7v3z5.jpg

პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძესთან გაგზავნილი წერილის ექსპერტიზის პასუხებს გამოეხმაურა. 

„შეიძლება თქვან, რომ ანაბეჭდი არის გამოგონილი ან გადაგზავნონ სამხარაულის ექსპერტიზის  ბიუროში, რომელიც დაადგენს, რომ იქ გახარიას ანაბეჭდი კი არ იყო, არამედ დინოზავრის“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

წერილზე არსებული ანაბეჭდები ლონდონში იყო გაგზავნილი. მასზე აღმოჩნდა 17 ანაბეჭდი, რომლებიც გამოძიებისთვის საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.  

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა პარლამენტში განაცხადა, რომ იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა. წერილის მიხედვით, ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, „ტვ პირველს"  ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად კი „ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაეკრიტიკებინა.


close დახურვა