logo
ENG



იმედია ვაზელინი დეფიციტში არ არის - ხმაური პარლამენტში

21 მარ 202021:16
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საკითხს განიხილავდნენ, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. 

ერთმანეთს "ქართული ოცნების" დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დამოუკიდებელი პარლამენტარი დავით ჭიჭინაძე დაუპირისპირდნენ. 

კანონმდებლებს შორის ვითარება მს შემდეგ დაიძაბა, რაც ჭიჭინაძე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც ვიქტორ ჯაფარიძემ მისი მისამართით რამდენიმე რეპლიკა გააჟღერა. 

"იმედია ვაზელინი დეფიციტში არ არის", - ასე უპასუხა ჭიჭინაძემ ოპონენტს, რის შემდეგაც მათ ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

ჭიჭინაძემ მიკროფონი მოგლიჯა და ჯაფარიძისკენ გაემართა, თუმცა მანდატურებმა ვითარება განმუხტეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დარბაზიდან გაიყვანეს. 

 


close დახურვა